მოქალაქეები აცხადებენ, რომ გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინი გაუკეთეს

მოქალაქეები აცხადებენ, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინი გაუკეთეს.

როგორც ადგილზე მყოფები ყვებიან, ისინი კლინიკაში გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინით ასაცრელად მივიდნენ და 75 ლარი გადაიხადეს, ხოლო როდესაც ვაქცინის შეფუთვის ჩვენება მოითხოვეს, მედპერსონალისგან უარი მიიღეს.

პაციენტების თქმით, მათი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, კლინიკის წარმომადგენლებმა უჯრა გახსნეს, სადაც მხოლოდ C ვიტამინის ამპულები აღმოჩნდა, ვაქცინაციის ოთახში მათ ასევე იპოვეს C ვიტამინის გამოყენებული ამპულები.

პაციენტები ყვებიან, რომ კლინიკის წარმომადგენლებმა საბოლოოდ აღიარეს, რომ მოქალაქეებს C ვიტამინს უკეთებდნენ და კლინიკა სასწრაფოდ დატოვეს.

მოქალაქეებმა ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – „ოცნების“ მხრიდან ევროპარლამენტარებისთვის მითითება კანონის უზენაესობასა და სასამართლოს თავისუფლებაზე მხოლოდ ფარისევლობაა
შემდეგი სტატიაფოთში 5 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და მოადგილე გადადგა – თარხნიშვილი