ფოთში 5 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და მოადგილე გადადგა – თარხნიშვილი

ოპოზიციის წევრები, ფოთში მმართველ პარტიასა და საარჩევნო ადმინისტრაციას საუბნო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარეების გათავისუფლებაში სდებენ ბრალს.

ფოთის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას შტაბის ხელმძღვანელის თქმით, მმართველმა პარტიამ ზემოთ აღნიშნულ პოზიციებზე დასაქმებულებს, პირადი დააწერინეს განცხადება ვითომ პირადი მოტივებით, სინამდვილეში კი თარხნიშვილის თქმით, რეალური მიზეზი ისაა, რომ ათ ვერ მოახერხეს არჩევნების გაყალბებით, “ოცნებისთვის” სასურველი შედეგის დაწერა.

ლევან თარხნიშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ფოთში დამარცხდა და სადამსჯელო მოქმედებები დაიწყო.

მისივე ინფორმაციით, კიდევ იგეგმება კომისიების წევრებისა და თავმჯდომარეების გათავისუფლება.

“ფოთში უკვე ხუთი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და მოადგილე გადადგა. მათ დააწერინეს განცხადება ოჯახური მიზეზების, თუ ჯანმრთელობის გაუარესების გამო და ისინი გადადგნენ. დღეს გამოცხადდება კონკურსი. რეალურად კი მიზეზი არის ის, რომ მათ არ შეასრულეს “ქართული ოცნების“ დაკვეთა, ან ვერ შეასრულეს და შესაბამისად ვერ მიაღწიეს იმ მიზანს, რაც დაუსახა “ქართულმა ოცნებამ“ და სუს-მა” – ამბობს თარხნიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმოქალაქეები აცხადებენ, რომ გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინი გაუკეთეს
შემდეგი სტატიარეგულირების სააგენტო: გოგელიას კლინიკას იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია