მანჯგალაძე – „ოცნების“ მხრიდან ევროპარლამენტარებისთვის მითითება კანონის უზენაესობასა და სასამართლოს თავისუფლებაზე მხოლოდ ფარისევლობაა

„ქართული ოცნების“ მხრიდან ევროპარლამენტარების მიმართ მითითება კანონის უზენაესობასა და სასამართლოს თავისუფლებაზე მხოლოდ ფარისევლობაა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„მათი განცხადებაც სწორედ აქედან არის ნაკარნახევი. რა თქმა უნდა, მთავარია კანონის უზენაესობა და სახელმწიფო სუვერენიტეტი, მაგრამ როცა მართლმსაჯულების ინტერესზე წინ პოლიტიკური ინტერესი დგას, ევროპარლამენტარები მიგვითითებენ, რომ ეს არ არის ევროპული გზა, არამედ ბელორუსისა და რუსეთის გზაა. „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავს, მაგრამ რაც დრო გადის და 2024 წელს უფრო ვუახლოვდებით, ისინი თავის განცხადებებით ჟირინოვსკისა და რუსი პოლიტიკოსების განცხადებებს უფრო უახლოვდებიან“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
შემდეგი სტატიამოქალაქეები აცხადებენ, რომ გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინი გაუკეთეს