მომღერალ ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობა – დაკავებულ ქალს ბრალს რამდენიმე წუთში წაუყენებენ

ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ თამთა ჯანჯღავას ბრალი ოფიციალურად წაუყენებენ. წინასწარი დაკავების იზოლატორში თამთა ჯანღავას ადვოკატი უკვე მივიდა.
ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული წაყენებულ ბრალს – განზრახ მკვლელობის მცდელობას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ის ნოზაძის მოსაკლავად არ მისულა.
ადვოკატის განცხადებით, დაკავებულს მომღერალი ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც ნოზაძეს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში დაზიანება მიაყენა. მისივე თქმით, დაზიანება არ არის მიყენებული დანით, ჭრილობა ე.წ. ბრელოკით მიადგა.
შესაძლოა დღის ბოლოს სასამართლომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელოს.
ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ნორიოს ქუჩაზე კი გვიან ღამით დასრულდა იმ მანქანის დათვალიერება, რომლითაც დაკავებული ქალი ინციდენტის დღეს გადაადგილდებოდა. პროცესს ადვოკატთან ერთად თამთა ჯანჯღავაც ესწრებოდა.

banner
წინა სტატიაში“ძალიან რთულია იმის დაჯერება, რომ 5 მეტრში უყურებდე მოვლენათა განვითარებას და არ გახსოვდეს არაფერი” – მდინარაძე მოწმეზე
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე : მოწმე იორდანიშვილმა რაღაც დეტალებზე მაინც ისაუბრა და თქვა, რომ ჩხუბში დაახლოებით 20-25 ადამიანი მონაწილეობდა