“ძალიან რთულია იმის დაჯერება, რომ 5 მეტრში უყურებდე მოვლენათა განვითარებას და არ გახსოვდეს არაფერი” – მდინარაძე მოწმეზე

ძალიან რთულია იმის დაჯერება, რომ 5 მეტრში უყურებდე მოვლენათა განვითარებას და შემდეგ არ გახსოვდეს ამის შესახებ არაფერი – განაცხადა საგამოძიებო კომისიის წევრმა მამუკა მდინარაძემ ერთ ერთი მოწმის დაკითხვის შემდეგ.
მოზარდების მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიამ დღეს შემთხვევის ადგილზე, ხორავას ქუჩაზე ის მოწმე დაკითხა, რომელიც სხვა მოწმეთა ჩვენებებით, 1 დეკემბერს შემთხვევის ადგილას საკუთარი მანქანით იმყოფებოდა და მოზარდების ჩხუბს უყურებდა.
“საქმეში არსებობს უამრავი მოწმის ჩვენება, რომ ის ადმიანი, რომელიც გამოვკითხეთ, იყო შემთხვევის ადგილიდან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით და ამ ფონზე არის ძალიან სამწუხარო ის, რომ ეს ადამიანი ვერაფერს იხსენებს და არ იძლევა ჩვენებას იმასთან დაკავშირებით,თუ რა მოხდა… დასკვნებისგან თავს შევიკავებ. ყოველ შემთხვევაში ძალიან რთულია იმის დაჯერება, რომ 5 მეტრში უყურებდე მოვლენათა განვითარებას და შემდეგ არ გახსოვდეს ამის შესახებ არაფერი” აცხადებს მამუკა მდინარაძე.

banner
წინა სტატიაშიგახარიამ უნდა დაამტკიცოს, რომ მე ჩავიდინე კონკრეტული დანაშაული – ნიკა მელია გამოკითხვაზე იმყოფება
შემდეგი სტატიამომღერალ ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობა – დაკავებულ ქალს ბრალს რამდენიმე წუთში წაუყენებენ