მოხსნიან თუ არა ანაკლიის გამგებელს თანამდებობიდან და რა ხდება ზუგდიდში

lasha-gvasaliaანაკლიის გამგებელს თანამდებობიდან ხსნიან – “თაიმერმა” ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა. მოხსნის მიზეზად სახელდება ის, რომ ანაკლიაში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხალხი არ მივიდა. გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონალური შტაბის უფროს ლაშა გვასალიას 200 კაცის მოყვანა ჰქონდა დავალებული ანაკლიის გამგებლისთვის. შეხვედრაზე 60 კაცამდე მივიდა, რამაც გვასალია გააბრაზა. ასევე, “თაიმერის” წყაროს ცნობით, რეგიონალური შტაბის უფროსმა  ზუგდიდის გამგეობის თანამშრომლები დაიბარა და “სუსის ინფორმაცია გააცნო მათი არა სანდოობის შესახებ”.  შეხვედრის შედეგად,  ანაკლიის გამგებელი ბადრი ყორშია გადადგომის შესახებ განცხადებას ორშაბათს დაწერს.  ის, მასალის მომზადების პერიოდში “თაიმერის” ზარებს არ პასუხობს. ინფორმაციის გადასამოწმებლად, “თაიმერი”  ზუგდიდი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ მამუკა წოწერიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ყორშიას თანამდებობა არ დაუტოვებია, რადგანაც მას შესაბამისი განცხადებით არ მიუმართავს.

“თაიმერი” დაუკვშირდა რეგიონალური შტაბის უფროსს, ლაშა გვასალიას, რომელმაც კატეგორიულად უარყო აღნიშნული ინფორმაცია. ” მე არანაირი უფლება არ მაქვს ადამიანი გავათავისუფლო თანამდებობიდან. როდესაც შეხვედრა გვქონდა ანაკლიაში, მე მას (ანაკლიის გამგებელს – რედ) მივეცი მკაცრი შენიშვნა, რომ ის არ ჩაერთვებოდა საარჩევნო მარათონში და არც გამოჩენილიყო შეხვედრებზე, რადგან “ქართული ოცნება” არ აპირებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. რაც შეეხება გამგეობის თანამშრომლებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ესეც აბსურდია, რადგან ჩემი პიროვენებიდან გამომდინარე, სუსი ჩემთვის დახურული სისტემაა” – თქვა გვასალიამ. “თაიმერის” კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი ის, რომ გვასალიას ქვეშევრდომები ზომბირებდნენ გამგეობის თანამშრომლებს,  მან უპასუხა რომ მსგავსი რამ გამორიცხულია, “რადგან ჩემს გარეშე არავინ არაფერს აკეთებს” – თქვა გვასალიამ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა “ევროვიზია-2017”-ზე “შავ სიაში” მყოფ რუსეთის მოქალაქეებს არ დაუშვებს
შემდეგი სტატიაანაკლიის გამგებელი თანამდებობას ტოვებს