უკრაინა “ევროვიზია-2017”-ზე “შავ სიაში” მყოფ რუსეთის მოქალაქეებს არ დაუშვებს

უკრაინა

Eurovision-2016უკრაინის მთავრობა “ევროვიზია-2017”-ზე, “შავ სიაში” მყოფ რუსეთის მოქალაქეებს არ დაუშვებს -ამის შესახებ უკრაინის კულტურის მინისტრმა ევგენია ნიშუკმა განაცხადა.
“ის პირები, რომლებიც შესაბამისი ორგანოების სანქციებს ქვეშ არიან, ქვეყანაში ვერ შემოვლენ” – განაცხადა მინსიტრმა.
მან აღნიშნა, რომ სიის შესახებ ინფორმაციის მოპოვება მოსკოვს შეუძლია, მაგრამ თუკი მაინც მოხდება სიაში მყოფი პირის უკრაინაში გაგზვნა, ეს შეფასდება როგორც პროვოკაცია.

“ევროვიზია-2017” კიევში გაიმართება – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, კიევის კანდიდატურას მხარი კომიტეტის 19-მა წევრმა დაუჭირა, ორმა წინააღმდეგ მისცა ხმა და ერთმა თავი შეიკავა.
“ევროვზიის” ჩატარების მსურველი ქალაქები იყვნენ ოდესა, დნეპრი, ლვოვი, ხარკოვი და ხერსონი.
ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, კონკურსი საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ჩატარდება, რომელიც 60 ათასი კვადრატული მეტრია.

უკრაინამ “ევროვიზიის” ჩატარებაზე უფლება შვედეთში უკრაინელი მომღერლის, ჯამალას გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. მეორე ადგილზე ავსტრალიელი დამი იმი გავიდა, მესამეზე – რუსი სერგეი ლაზარევი.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ფხენიანის ატომურ გამოცდას “მთელი მსოფლიოსთვის საშიში” უწოდა
შემდეგი სტატიამოხსნიან თუ არა ანაკლიის გამგებელს თანამდებობიდან და რა ხდება ზუგდიდში