“მოგიწოდებთ, მხარი დავუჭიროთ, ეს ვთქვით და უნდა გავაკეთოთ”-მდინარაძე პროპორციულ სისტემაზე

პროპორციული არის სისტემა, რომელიც პარტიების განვითარებას უწყობს ხელს და დემოკრატიის ხარისხს გაცილებით გააუმჯობესებს, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ მხარი დავუჭიროთ, ეს ვთქვით და უნდა გავაკეთოთ, რადგან დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებისთვის უკეთესი სისტემაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროპორციული სისტემა ნამდვილად ჯობის შერეულ სისტემას და ეს მნიშვნელოვანია დემოკრატიული ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

„დღეს დაჩი ბერაია ამბობდა, საჩუქარს ვაძლევთო, ამაშიც არ ვეთანხმები ბოლომდე. ჩვენ გვჯერა გულწრფელად და საზოგადოების განწყობაც ასეთია, რომ მართლა დამაჯერებლად მოვიგებთ 2020 წლის არჩევნებს და თეორიულ დაშვებაში როცა შევდივართ, გეთანხმებით კი ბატონო, 45 თუ 50 %-ის დროს გაგვიჭირდება პრორუსულ ძალებთან და „ნაცმოძრაობასთან“ დალაგება. გაცვდა ახლა „ნაცმოძრაობაზე“ ლაპარაკი, ახალი ტრენდი უნდა დავამკვიდროთ? წარსულზე კი არა, დღეს რას აკეთებენ, როგორ ატყუებენ ხალხს, საით მიმართავენ თავიანთ ძალისხმევას, პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ, არ უნდა ილაპარაკო ამაზე თურმე, როგორ შეიძლება „ნაცმოძრაობაზე“ ლაპარაკი, ეს ძველი ამბავია, მომავალზე ილაპარაკეთო, მომავალზე ვილაპარაკებთ არ მოსწონთ ეგეც. პროპორციული არის სისტემა, რომელიც პარტიების განვითარებას უწყობს ხელს და დემოკრატიის ხარისხს გაცილებით გააუმჯობესებს, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ მხარი დავუჭიროთ, ეს ვთქვით და უნდა გავაკეთოთ, რადგან დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებისათვის უკეთესი სისტემაა“, – განაცხადა მამუკა მდიარაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე – ხალხი არავის აპატიებს უფლების იგნორირებას
შემდეგი სტატიაუმრავლესობა საარჩევნო სისტემის კანონპროექტის განხილვის ხვალამდე გადადებას ითხოვს