დავით ჭიჭინაძე – ხალხი არავის აპატიებს უფლების იგნორირებას

ხალხი არავის აპატიებს იმ უფლების იგნორირებას, რომელიც საკუთარი სისხლის ფასად მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ უკვე სისხლში აქვს გამჯდარი დაპირებების შეუსრულებლობა, ვფიქრობ ამ პირობის შესრულება იძულებით მოუწევთ, – ასე აფასებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვას.

​„ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ ამ კანონპროექტს მიიღებს, რადგან თვითონაც აცნობიერებენ, რამდენად სერიოზული შედეგები შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს. რადგან აქ უკვე 2020 და 2024 წელზე კი აღარ იქნება საუბარი, შეიძლება მყისიერად მივიღოთ ძალიან კრიზისული მდგომარეობა და ფინალში „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა შეიყვანოს ისეთ კრიზისში, საიდანაც პრაქტიკულად დაზარალებული უკვე მთელი ქვეყანა გამოვა.

რაც შეეხებათ დღეს უცებ დემოკრატიის ბურჯებად გადაქცეულ და ვითომ სახელმწიფოზე ზრუნვით დაკავებულ ამბოხებულ მაჟორიტარებს, მათ თავის დროზე რომ კარგად შეესრულებინათ თავიანთი მაჟორიტარული ფუნქციები, დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში ნამდვილად არ დადგებოდა. რადგან ხალხს ექნებოდა მათი ისეთი ნდობა, რომ თვითონ ხალხი იქნებოდა ამ სისტემის გაუქმების წინააღმდეგი. მაგრამ, ოღონდ მიიღონ ის, რაც ხალხს უნდა და როგორც უნდათ ისე გააფორმონ, იმიტომ, რომ პრაქტიკულად ყველამ ყველაფერი იცის“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაში“ეჭვის ქვეშაა, შეასრულებენ, თუ – არა”-მაკო გომური “სირცხვილიას” აქციაზე მივიდა
შემდეგი სტატია“მოგიწოდებთ, მხარი დავუჭიროთ, ეს ვთქვით და უნდა გავაკეთოთ”-მდინარაძე პროპორციულ სისტემაზე