უმრავლესობა საარჩევნო სისტემის კანონპროექტის განხილვის ხვალამდე გადადებას ითხოვს

პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის გადავადებას ითხოვენ.უმრავლესობა საარჩევნო სისტემის კანონპროექტის განხილვის ხვალამდე გადადებას ითხოვს.

ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

“ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, ახლა ვინც ვიყავით გასულები, ცოტა ხმამაღალი საუბარი კი გამოგვივიდა, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის მიმართ გვაქვს გადაულახავი ანტაგონიზმი. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ კიდევ ერთხელ ხვალ დილას 10 საათზე შევიკრიბოთ პარტიის ოფისში და ვთხოვ ოპოზიციას, მხარი დაგვიჭიროს ამ გადაწყვეტილებაში,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარლამენტის შენობის წინ „სირცხვილიას“ აქცია მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი არ დაიშლებიან, სანა ხელმოწერილი კანონპროექტი არ იქნება.

banner
წინა სტატიაში“მოგიწოდებთ, მხარი დავუჭიროთ, ეს ვთქვით და უნდა გავაკეთოთ”-მდინარაძე პროპორციულ სისტემაზე
შემდეგი სტატიაპროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო