მოგიწოდებთ ყველას, ოკუპირებულ რეგიონებში დაიწყოთ ტოტალური ეროვნული წინააღმდეგობა – არესტოვიჩი

ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი უკრაინელებს რუს ოკუპანტებს ტოტალური, ეროვნული წინააღმდეგობა გაუწიონ:

“ძვირფასო თანამოქალაქეებო, ჩვენი ქვეყნის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.​ მოგიწოდებთ ყველას, რომ ოკუპირებულ რეგიონებში დაიწყოთ ტოტალური ეროვნული წინააღმდეგობა რუსების წინააღმდეგ. მსგავსი სახის წინააღმდეგობის ნათელი მაგალითი დღეს კონოტოპის მოსახლეობამ დაგვანახა და ასევე სხვა ქალაქებმაც, სადაც ეს ეროვნული წინააღმდეგობა დაიწყო.

…მაგალითად თუ მოწინააღმდეგის კოლონაში არის 30 ტანკი და ჩვენ გავანადგურებთ ხუთს, მტერი ჩვენთვის მაინც ანგარიშგასაწევ ძალად რჩება, მაგრამ თუ გავანადგურებთ ამ ტანკებთან ერთად იმ ადამიანებს ვინც ამ ტანკებში ზიან, ეს უკვე სერიოზული დანაკლისია” განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა გამართულ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი – მივესალმები მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ
შემდეგი სტატიამოლაპარაკებების მეორე რაუნდი – მედიის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაცია​ ბელარუსში ჩავიდა