ზალკალიანი – მივესალმები მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადის შეტანას.

„მივესალმები საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადის შეტანის შესახებ, რაც წარმოადგენს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ გაბედულ ნაბიჯს, – წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ გვერდზე.

წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს განაცხადი ევროკავშირის სტრუქტურებს ხვალ ოფიციალურად წარედგინება.

banner
წინა სტატიაში“გთხოვთ სრულიად ევროპას, მიიღოთ ეს განაცხადი… საქართველოს ადგილი ევროპაშია, “ოცნების” ადგილი კი არ არის ხელისუფლებაში” – ნიკა მელიას საგანგებო განცხადება
შემდეგი სტატიამოგიწოდებთ ყველას, ოკუპირებულ რეგიონებში დაიწყოთ ტოტალური ეროვნული წინააღმდეგობა – არესტოვიჩი