მოლაპარაკებების მეორე რაუნდი – მედიის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაცია​ ბელარუსში ჩავიდა

რუსეთის დელეგაცია უკრაინასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის ბელარუსში ჩავიდა. ინფორმაციას CNN რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ბელარუსის სპეცსამსახურებმა უსაფრთხოების საკითხები სრულად უზრუნველყვეს და ჩვენმა [რუსულმა] ჯარმა უზრუნველყო [უკრაინის დელეგაციის] უსაფრთხო გადაადგილება უკრაინის გავლით”,- თქვა რუსული დელეგაციის ლიდერმა ვლადიმირ მედინსკიმ.

​რუსული გამოცემა RIA-ს ცნობით, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს ისევ ის პირები წარმოადგენენ, ვინც პირველ შეხვედრაზე იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიმოგიწოდებთ ყველას, ოკუპირებულ რეგიონებში დაიწყოთ ტოტალური ეროვნული წინააღმდეგობა – არესტოვიჩი
შემდეგი სტატიაგაერო-ში აშშ-ის ელჩი – რუსული ძალები აკრძალულ იარაღს იყენებენ უკრაინაში – ყოველ ნაბიჯზე რუსეთი ღალატობს გაეროს