მოგერინმა ტრამპისთვის წინააღმდეგობის გასაწევად რუსეთთან კავშირი დაუშვა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინმა ევროკავშირ-რუსეთის გაერთიანების შესაძლებლობა დაუშვა იმ შემთხვევისათვის, თუკი აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან ატომურ შეთანხმებას დადებს – ინტერვიუ დღეს The Wall Street Journal-ში გამოქვეყნდა.
მოგერინმა ასევე, ეჭვი გამოთქვა, რომ აშშ რუსეთთან სირიისა და უკრაინის საკითხებზე ვერ მოილაპარაკებს. მან ხაზგასმით თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, ევროკავშირი მოსკოვთან მიმართებაში უგამონაკლისოდ მინსკის ხელშეკრულების ფარგლებში იმოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ივლისში საერთაშორისო “ექვსეულმა” – აშშ-მ, რუსეთმა, ჩინეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ, თეირანის ატომურ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის შესაბამისადაც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ფორდოს ქარხანა ტექნიკურ ცენტრად გადაკეთდა, არაკეში მდებარე რეაქტორი კი – საერთაშორისო კონსორციუმის პრექტის შესაბამისად.

banner
წინა სტატიაშისავჩენკოს “ტვიტერი” გატეხეს
შემდეგი სტატია(video) ალეპოდან ამბოხებული ოპოზიციის ევაკუაციის კადრები გავრცელდა