სავჩენკოს “ტვიტერი” გატეხეს

ჰაკერმა, რომელსაც სავარაუდოდ ნიკალაი დიკობაევი ქვია, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის ნადეჟდა სავჩენკოს ტვიტერ-აკაუნტი გატეხა. დღეს სავჩენკოს პროფაილზე ისეთი პოსტები გამოჩნდა, რომელიც დეპუტატის რიტორიკას ეწინააღმდეგება. კერძოდ, ჰაკერმა სავჩენკოს აკაუნტზე დაწერა, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი “ძლიერი და თანამედროვეა”, ჰილარი კლინტონს კი “ცუდი გოგო” უწოდა და უკრაინის პრეზიდენტის გადაყენებაზე მოწოდება გააკეთა.
დღესვე დილით ნადეჟდა სავჩენკოს დამ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დეპუტატის ყველა პროფილი დაბლოკილია და მან ხალხს ინფორმაციის გავრცელებაში დახმარება სთხოვა.

banner
წინა სტატიაშისირიის არმია ალეპოში ბოევიკების ევაკუაციისას ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულეს
შემდეგი სტატიამოგერინმა ტრამპისთვის წინააღმდეგობის გასაწევად რუსეთთან კავშირი დაუშვა