(video) ალეპოდან ამბოხებული ოპოზიციის ევაკუაციის კადრები გავრცელდა

ალეპოს დასავლეთ ნაწილიდან შეიარაღებული ოპოზიციის ევაკუაციის კადრები რუსულმა არხმა გაავრცელა.
ბოევიკების ევაკუაციის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა, მოგვიანებით “როიტერსმა” სახვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ სირიის არმიამ ბოევიკებს ცეცხლი გაუხსნა, რომელთა ევაკუირება ალეპოს დასავლეთ ნაწილიდან მიმდინარეობდა.

“რეჟიმის ძალებმა კოლონას ცეცხლი გაუხსნეს, სამი დაჭრილი გვყავს, ერთი სამოქალაქო თავდაცვიდან… ყველა მათგანი უკან, დეპონირების ზონაში დავაბრუნეთ” – ადგილობრივი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელმა ახმედ სუიდმა Orient TV -თან ინტერვიუში განაცხადა.
ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ამბოხებულმა ტელეკომპანიას განუცხადა, რომ შეიარაღებული ამბოხებულების პირველმა კოლონამ უპრობლემოდ გამოაღწია სამშვიდობო ზონაში, თუმცა, მეორე კოლონას ცეცხლი გაუხსნეს. Reuters-ის წყარო ამბობს, რომ მას რამდენიმე წუთს გაგრძელებული სროლის ხმა ესმოდა.

შეგახსენებთ, რომ სირიის ალეპოში შეიარაღებული ამბოხებულების ევაკუაცია თავდაპირველად გუშინ იყო დაგეგმილი, მაგრამ გეგმა ჩაიშალა და ქალაქში ისევ დაიწყო საომარი მოქმედებები.

ამბოხებულების გამოყვანაში 20 ავტობუსი და 10 სასწრაფო დახმარების მანქანა მონაწილეობს. ისინი სპეციალურ კორიდორში იმოძრავებენ ქალაქ იდლიბის მიმართულებით.

https://www.youtube.com/watch?v=ksqlPHEraT8&feature=youtu.be

 

banner
წინა სტატიაშიმოგერინმა ტრამპისთვის წინააღმდეგობის გასაწევად რუსეთთან კავშირი დაუშვა
შემდეგი სტატიავროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი ეყარა უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებულ მექანიზმს