მოგერინი: ჩვენი სრული სოლიდარობა თურქეთის მოქალაქეებს

თურქეთში მოხდარ აფეთქებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

„თვალყურს ვადევნებთ სტამბოლში განვითარებულ მოვლენებს. კონტაქტი გვაქვს მაღალჩინოსნებთან. ჩვენი სრული სოლიდარობა თურქეთის მოქალაქეებს“, – წერს ფედერიკა მოგერინი.

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს ღამით, თურქეთში, ქალაქ სტამბულის ბეშიქთაშის რაიონში, ,,ბეშიქთაშსა,, და ,,ბურსასპორს,, შორის გამართულ საფეხბურთო მატჩის შემდეგ სტადიონ ,,ვოდაფონ არენას,, მიმდებარე ტერიტორიაზე ზედიზედ ორი აფეთქება განხორციელდა.
თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები მაშინ ამოქმედნენ, როდესაც სტადიონიდან გამოსული გულშემატკივრები სახლში ბრუნდებოდნენ.თვითმხილველთა განცხადებით, აფეთქებების პარალელურად ქუჩაში ისმოდა სროლის ხმები.., აცხადებენ რომ ტერორისტებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს.სტამბოლში პოლიციის სწრაფი რეაგირების დანაყოფზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 38 მდე გაიზარდა .შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა რომ 2 სხადასხვა აფეთქება მინიმუმ ერთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. მომხდარის გამო ანკარიდან სტამბოლში სასწრაფოდ გაემგზავრა სოილუ და ჯანდაცვის მინისტრი რეჯეფ აქდაღი.გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.ამავდროულად პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ტერაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია უფლებამოსილებისგან მიიღო.

banner
წინა სტატიაშიმოჰყვა თუ არა სტამბოლის ტერაქტს მსხვერპლი?
შემდეგი სტატიაერდოღანმა მსხვერპლის შესახებ დუმილი დაარღვია