მოჰყვა თუ არა სტამბოლის ტერაქტს მსხვერპლი?

სტამბოლში 10 დეკემბერს ღამით საფეხბურთო მატჩის შემდეგ განხორციელებულ ორ ტერაქტს დასავლური სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით სულ ცოტა 13 ადამანი ემსხვერპლა.
ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ ,,როიტერი,, ,,ალჯაზირა,, ,,სკაი ნიუსი,, ,,ბი-ბი-სი,, და სხვა წამყვანი საინფორმაციო საშუალებები, თუმცა არა თურქეთის ოფიციალური პირები და თურქული მედია. სტამბულის ტერაქტიდან 5 საათის შემდეგაც დაღუპულთა რაოდენობაზე ინფორმაციას თურქული წყაროები არ ახმოვანებენ. თურქეთის შსს-ს მინისტრი ორი აფეთქების შედეგად მხოლოდ 40-მდე დაჭრილის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.
თურქულ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის ხელისუფლებამ მედიას მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის გაშუქება აუკრძალა.

 

https://youtu.be/HCzLUcLQ1iA

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ე.წ. პარლამენტის განმეორებითი არჩევნები ჩაიშალა
შემდეგი სტატიამოგერინი: ჩვენი სრული სოლიდარობა თურქეთის მოქალაქეებს