ერდოღანმა მსხვერპლის შესახებ დუმილი დაარღვია

10 დეკემბერს ღამით სტამბოლში განხორციელებული ტერაქტების შედეგად მსხვერპლის არსებობაზე თურქეთში გამეფებული საინფორმაციო დუმილი ისევ პრეზიდენტმა ტაიპ ერდოღანმა დაარღვია.
ტერაქტიდან დაახლოებით 6 საათის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ერდოღონი აცხადებს, რომ ,,სტამბულის ტერაქტების შედეგად სამწუხაროდ გარდაცვლილები და დაჭრილები არიან,, … თუმცა მსხვერპლის რაოდენობის შესახებ არ ერდოღანის ადმინისტრაცია აკონკრეტებს ინფორმაციას.
შეგახსენებთ, რომ სტამბულში 10 დეკემბერს ღამით საფეხბურთო მატჩის შემდეგ განხორციელებულ ორ ტერაქტს, დასავლური სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით სულ ცოტა 13 ადამანი ემსხვერპლა, 40-მდე კი დაჭრილია.

banner
წინა სტატიაშიმოგერინი: ჩვენი სრული სოლიდარობა თურქეთის მოქალაქეებს
შემდეგი სტატიამარტინ შულცი: თანაგრძნობას ვუცხადებ თურქეთის მოქალაქეებს