მნიშვნელოვანია ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნა – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, მნიშვნელოვანია ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყანა უნდა მივიდეს ისეთ სტანდარტამდე, სადაც დაცული იქნება შრომის უფლებები და არ დაზარალდება დამსაქმებლის ინტერესი და მისი თქმით, ბალანსის დაცვა საკუთარ თავზე გარკვეულწილად შრომის ინსპექციამ უნდა იტვირთოს.

“სახელმწიფო რომც არ აწესებდეს სტანდარტს, დამსაქმებელს გააჩნია დაუწერელი, ჰუმანური ვალდებულება, საკუთარი თანამშრომლები ისეთ პირობებში ამუშაოს, რომ არ დაზარალდეს მათი ღირსება, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამ ფონზე შრომის ინსპექციის შექმნა უაღრესად მნიშვნელოვანია. დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობა ტრადიციულად არის დილემური, პრობლემური საკითხი, რომელიც არაერთხელ საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და რევოლუციურ პროცესებშიც კი გარდაქმნილა. იმ მომენტიდან, როცა შრომა იქნა გააზრებული, როგორც პროდუქტის შექმნის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, გაჩნდა დილემა, ვინ არის ის ადამიანი, ვინც ქმნის პროდუქტს – არის ის პროდუქტის შექმნის შემადგენელი ნაწილი, თუ არის ცოცხალი არსება, რომლის მიმართ როგორც ცივილიზებულ, როგორც ჰუმანურ არსებებს გვაქვს არა დამოკიდებულება, რომელიც მის ქმედებას კაპიტალის ფორმით აფასებს, არამედ გვაქვს ღირებულებითი დამოკიდებულება”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო “რედისონში” მიმდინარე კონფერენციაზე.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : ხუდონის ელექტროსადგური თავისი სიმძლავრითა და სიდიდით მეორე პროექტი იქნება ქვეყანაში
შემდეგი სტატიავიდეოჩანაწერის გავრცელება კითხვის ნიშნებს აჩენს – ომბუდსმენი