კახა კალაძე : ხუდონის ელექტროსადგური თავისი სიმძლავრითა და სიდიდით მეორე პროექტი იქნება ქვეყანაში

ხუდონის ელექტროსადგური თავისი სიმძლავრითა და სიდიდით მეორე პროექტი იქნება ქვეყანაში – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა.

კახი კალაძის თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც ენერგეტიკული თვალსაზრისით ასევე დასაქმების კუთხით.

“პროექტი მნიშვნელოვანია ორი მიმართულიებით: ერთი, ენერგეტიკული თვალსაზრისით, რადგან გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ დამატებით მივიღოთ ელექტროენერგია და მეორე, ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან მშენებლობის დროს 2000 ადამიანი იქნება დასაქმებული და სამუშაოების დასრულების შემდეგ, მუდმივი სამუშაო ადგილები შეიქმნება, – განაცხადა კახი კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ინვესტორთან მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დასრულდება და როდესაც იქნება მიღწეული შეთანხმება, საზოგადოება ამის შესახებ გაიგებს.

მთავრობაში განიხილება ხუდონჰესის ინვესტორისთვის ჩამორთმევის საკითხი . ამის შესახებ კალაძემ განცხადება 19 აპრილს გააკეთა. მისი თქმით, პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს და მისი განხორციელება შესაძლოა სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღოს.

banner
წინა სტატიაშიკალაძე : საქართველო არის პატარა ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო მიწები უნდა იყოს ქართველების საკუთრებაში
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანია ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნა – პრეზიდენტი