ვიდეოჩანაწერის გავრცელება კითხვის ნიშნებს აჩენს – ომბუდსმენი

გენერალურ აუდიტორთან დაკავშირებით ახალი ჩანაწერის გავრცელება, რომელიც 4 თვის წინ ერთ-ერთ კაფეში მომხდარ ინციდენტს ასახავს, კითხვის ნიშნებს აჩენს- აცხადებს სახალხო დამცველი და თორდიას მიმართ შესაძლო შავი პიარის აგორებაზე საუბრობს.

“ჩნდება კითხვის ნიშნები, თუ რატომ გავრცელდა აღნიშნული ვიდეო ახლა. იმედი მაქვს, იმ ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება, რომელიც “ელ ცენტროში” მომხდარს უკავშირდება, მალე დასრულდება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. სამწუხაროდ, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან კითხვებზე პასუხი ვერ მოვისმინეთ. პირიქით, ყოველდღიურად რაღაც ახალი ინციდენტების შესახებ ვიგებთ, რომლის მიზანი შეიძლება ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მიმართ შავი პიარის აგორება იყოს. ეს, რა თქმა უნდა, კითხვებს იწვევს, იმის ნაცვლად, რომ მოხდეს დაწყებული გამოძიების დროულად დასრულება, პროცესი რაღაც სხვანაირად მიმდინარეობს”, – განუცხადა ჟურნალისტებს უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმნიშვნელოვანია ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნა – პრეზიდენტი
შემდეგი სტატია„საქართველოს ბანკის“ მიერ საერთაშორისო ბაზრებზე ობლიგაციების განთავსება არის ჩვენი ქვეყნის წარმატება – კვირიკაშვილი