“მნიშვნელობა არ აქვს, „ნაცმოძრაობა“ იქნება თუ არა დარბაზში, ჩვენ კანონი უნდა აღვასრულოთ”

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სამართლის დაცვაზე ამ ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, ხვალაც ჩვენ მოგვთხოვს პასუხს მთელი საზოგადოება კანონიერების დაცვაზე ამ სახელმწიფოში, ამიტომ ამაზე უარს ნუ ვამბობთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიშვილის კენჭისყრის საკითხი განიხილება.

მისი თქმით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, „ნაცმოძრაობა“ იქნება თუ არა დარბაზში.

„რამდენჯერმე ითქვა სიტყვა ფორმალური, მაგრამ რეალურად მაშინ ჩვენ ოპოზიციიდან არც ვიცე-სპიკერები, არც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები არ უნდა ავირჩიოთ, უნდა გავაჩეროთ პარლამენტის საქმიანობა. გარდა ამისა, როგორც ითქვა, არჩევნებია ჩასატარებელი. ვინც ამ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს იმის წინაშეც ჩვენ ვართ ვალდებულები, აბა ეს ფრაქცია მოვა თუ არ მოვა, ხმას მიცემს თუ არ მისცემს, რა მნიშვნელობა აქვს. პასუხისმგებლები ჩვენ ვართ. ამიტომ გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ კანონი უნდა აღვასრულოთ, ამას გვთხოვს საზოგადოება და რაც არ უნდა ემოციურად დატვირთული იყოს ეს ვითარება, რეალობა ეს არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში” დავანახებთ საზოგადოებას, პარლამენტში ვის შემოყვანას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა”
შემდეგი სტატიახელვაჩაურში მიკროავტობუსის მძღოლი 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს