ხელვაჩაურში მიკროავტობუსის მძღოლი 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს

29 წლის მამაკაცი 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედების და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოს ხელყოფის მუხლით გაასამართლეს.

გამოძიებით დადგინდა,რომ შემთხვევა ღამის საათებში, ჭოროხის სანაპიროზე მოხდა. 29 წლის ბრალდებულმა დაზარალებულად ცნობილი 15 წლის მოზარდი თავის კუთვნილ მიკროავტობუსში გაიცნო და მასთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელში გააგრძელა.

დაზარალებული ჩვენების მიხედვით, მას ბრალდებულმა სახლში საღამოს მიაკითხა და დალაპარაკება სთხოვა,რის შემდეგაც ჭოროხის სანაპიროზე წაიყვანა.

ასევე, დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ირკვევა , რომ მას მამაკაცი მანქანიდან გარეთ აღარ უშვებდა და სექსუალურ კონტაქტს აიძულებდა. მოგვიანებით, მოზარდს ხელები ბრალდებულმა მანქანის ღვედით შეუკრა, დაზარალებულმა სახლში დაბრუნება მხოლოდ დილით შეძლო. ამ დროისთვის მშობლებს პოლიციისთვის უკვე მიმართული ჰქონდათ.

ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად გაირკვა,რომ 29 წლის მამაკაცს საკუთარ მობილურ ტელეფონში 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედება ვიდეოთი ჰქონდა გადაღებულ. პროკურატურამ ბრალდებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლითაც წაუყენა ბრალი.

ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს ,რომ დაზარალებულის ასაკის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

ბრალდებულს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაში“მნიშვნელობა არ აქვს, „ნაცმოძრაობა“ იქნება თუ არა დარბაზში, ჩვენ კანონი უნდა აღვასრულოთ”
შემდეგი სტატიაპარლამენტმა ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება სცნო