” დავანახებთ საზოგადოებას, პარლამენტში ვის შემოყვანას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა”

ჩვენ მხარს დავუჭერთ პროცედურული დემოკრატიის აღსრულებას და კიდევ ერთხელ დავანახებთ საზოგადოებას, პარლამენტში ვის შემოყვანას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიშვილის კენჭისყრის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მდინარაძემ განმარტა, ბადრი ბასიშვილის კენჭისყრა არის ფორმალური საკითხი.

„ჩვენ თითქმის საათზე მეტი ველოდეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომ მოსულიყვნენ და მართალია ფორმალური, მაგრამ უფლებამოსილება თავისი შეესრულებინათ. უფლებამოსილება რომლის ფარგლებშიც, როდესაც ერთი დეპუტატი, რომელიმე პარტიის წარდგენილი ტოვებს პარლამენტის რიგებს, იმის ნაცვლად შემოდის მეორე. ეს ფორმალური საკითხია“,–განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა , ეთანხმება კარლო კოპალიანისა და დაჩი ბერაიას მოსაზრებას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ გაბედა და რცხვენიათ, თავის თანაგუნდელთან დაკავშირებით შეასრულონ ფორმალური უფლებამოსილება და ხელი დააჭირონ მწვანე ღილაკს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, როცა ნომერ ხუთს ხაზავენ საარჩევნო ბიულეტენში, ნიშნავს ნიკა მელიას, ბადრი ბასიშვილის და მისნაირების მხარდაჭერას. ამ გადაწყვეტილების რევიზიის უფლება ჩვენ არ გვაქვს. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ეს არის ამომრჩევლის ნება. მის რევიზიას ჩვენ ვერ გავაკეთებთ, ამიტომ ფორმალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს არის ჩემი აზრი, არავის შეიძლება არ უხაროდეს ეს ყველაფერი. ვეთანხმები კარლო კოპალიანისა და დაჩი ბერაიას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ გაბედა და ალბათ რცხვენიათ კიდეც, თავის თანაგუნდელთან დაკავშირებით შეასრულონ ფორმალური უფლებამოსილება და ხელი დააჭირონ მწვანე ღილაკს. ჩვენ განუმარტავთ მათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც დღის წესრიგში არ დგება ხოლმე, რადგან არსებობს პროცედურული დემოკრატია. პროცედურული დემოკრატიის ფარგლებში, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ პროცედურული დემოკრატიის აღსრულებას და კიდევ ერთხელ დავანახებთ საზოგადოებას „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა რას ნიშნავს და ვის შემოყვანას პარლამენტში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში“ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობა არის მხოლოდ პროცედურული საკითხი”
შემდეგი სტატია“მნიშვნელობა არ აქვს, „ნაცმოძრაობა“ იქნება თუ არა დარბაზში, ჩვენ კანონი უნდა აღვასრულოთ”