მმართველი გუნდის მესიჯი ნიშნავს იმას, რომ გავა 6 თვე და 6 თვის შემდეგ ჩვენ ისევ კავკასიაში ვიქნებით – ჯაფარიძე

„ევროკავშირმა გვითხრა, მმართველობის ფორმა, რომელიც ამ ქვეყანაში ივანიშვილმა შექმნა არის არათავსებადი ამ ქვეყნის დასავლურ და ევროპულ მომავალთან. აი ეს წერია იქ, როგორც არ უნდა შეხედო და საიდანაც არ უნდა შეხედო“, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, იმ პირობების შესრულება, რაც ევროკავშირმა გვითხრა, ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დადის ხელისუფლების ცვლილებამდე.

ჯაფარიძე ამბობს, რომ სასამართლოს არ თმობს ივანიშვილი იმიტომ რომ სასამართლო არის მთავარი საყრდენი ხელისუფლებისთვის.

„ხელისუფლების იძულება, რომ შეასრულოს ის 12 პუნქტი არის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სამოქალაქო მოძრაობამ. სიმართლე გითხრათ იქაც ბევრი ადამიანი, მათ შორის ჩემი ჩათვლით, რომელსაც ნაკლებად სჯერა იმისი, რომ ეს ხელისუფლება რამის შემსრულებელია და ეს ჩანს მათი ქცევიდან, მათი რიტორიკიდან.

პირველივე დღიდან ძალიან ნათლად ჩანს, რომ ისინი ამის შესრულებას არ აპირებენ. მეტიც, ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ “სინამდვილეში საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი, არა იმის გამო რომ მართლა პრობლემები გვაქვს, არამედ იმის გამო რომ გეოგრაფიულად ვართ რაღაც ცუდ არეალში, ხოლო უკრაინას იმიტომ მისცეს რომ ომშია და მოლდოვა ახლოს არის“.

ეს მესიჯი ნიშნავს იმას, რომ გავა 6 თვე და 6 თვის შემდეგ ჩვენ ისევ კავკასიაში ვიქნებით. ისინი აგრძელებენ იგივე ხაზს, რა ხაზიც მანამდე ჰქონდათ. იმ პირობების შესრულება, რაც ევროკავშირმა გვითხრა, ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დადის ხელისუფლების ცვლილებამდე.

არავის სჯერა არც აქ და არც დასავლეთში, რომ ოლიგარქი თავის თავს დაამარცხებს. სასამართლოს დათმობა ნიშნავს ძალაუფლების მთავარი საყრდენის დათმობას. სასამართლოს არ თმობს ივანიშვილი იმიტომ რომ სასამართლო არის მთავარი საყრდენი.

ნებისმიერი რამ რაც იქ წერია დეოლიგარქიზაციასთან არის დაკავშირებული. საბოლოო ჯამში ევროკავშირმა გვითხრა, მმართველობის ფორმა, რომელიც ამ ქვეყანაში ივანიშვილმა შექმნა არის არათავსებადი ამ ქვეყნის დასავლურ და ევროპულ მომავალთან. აი ეს წერია იქ, როგორც არ უნდა შეხედო და საიდანაც არ უნდა შეხედო. შინაარსი ეს არის. ტესტი გვაქვს ჩასაბარებელი, რომ მშვიდობიანი გზით შეიცვალოს ხელისუფლება და სწორედ ამის შემდეგ გაჩნდება პერსპექტივა“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტების ტყვეობიდან 16 უკრაინელი ჯარისკაცი და 1 სამოქალაქო პირი გათავისუფლდა
შემდეგი სტატიაპუტინის კრიტიკოს პოლიტიკოსს, რომელიც უკრაინაში ომის წინააღმდეგია, პატიმრობა შეუფარდეს