ოკუპანტების ტყვეობიდან 16 უკრაინელი ჯარისკაცი და 1 სამოქალაქო პირი გათავისუფლდა

ოკუპანტების ტყვეობიდან კიდევ 17 უკრაინელი გათავისუფლდა. გაცვლა პროპორციით 17/15-ზე მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინელებმა თავის მხრივ 15 სამხედრო ტყვე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

„სახლში ბრუნდება 16 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, რომელთაგან 2 ოფიცერი და 14 ჯარისკაცია. გათავისუფლდა ასევე ერთი სამოქალაქო პირი“,- ნათქვამია დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, გათავისუფლებულთაგან 5 მძიმედ არის დაშავებული და საჭიროებენ გადაუდებელ მკურნალობას.

„საკოორდინაციო შტაბის მუშაობა ტყვეობაში მყოფი ყველა უკრაინელის დასაბრუნებლად გრძელდება“,-ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდასავლეთის განცხადებები რუსეთსა და უკრაინას შორის ამ ეტაპზე მოლაპარაკებების დაუშვებლობის შესახებ შიზოფრენიის გამოვლინებაა – ლავროვი
შემდეგი სტატიამმართველი გუნდის მესიჯი ნიშნავს იმას, რომ გავა 6 თვე და 6 თვის შემდეგ ჩვენ ისევ კავკასიაში ვიქნებით – ჯაფარიძე