პუტინის კრიტიკოს პოლიტიკოსს, რომელიც უკრაინაში ომის წინააღმდეგია, პატიმრობა შეუფარდეს

მოსკოვის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ილია იაშინი პოლიციის დაუმორჩილებლობაში დამნაშავედ ცნო და 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

„საქმის განხილვის შემდეგ სასამართლომ იაშინ ი.ვ.-ს შეუფარდა სასჯელი ადმინისტრაციული პატიმრობის სახით, 15 დღის ვადით“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, იაშინი ბრალს არ აღიარებს.

იაშინმა სხდომაზე განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ეს არის მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის მცდელობა და ქვეყნიდან გაქცევის იძულება.

„მე ვარ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დამოუკიდებელი დეპუტატი, პრეზიდენტ პუტინის კრიტიკოსი და უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგე. ეს დაკავება ჩემზე ზეწოლის საშუალებაა. მინდა ოფიციალურად განვაცხადო: პირველი – ჩემს წინააღმდეგ საქმე შეთხზულია, მე უდანაშაულო ვარ. მეორე – სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ომი უკრაინასთან. მესამე – პუტინი უნდა წავიდეს. მეოთხე – რუსეთი უნდა იყოს თავისუფალი“, – აღნიშნა იაშინმა.

წინა სტატიაშიმმართველი გუნდის მესიჯი ნიშნავს იმას, რომ გავა 6 თვე და 6 თვის შემდეგ ჩვენ ისევ კავკასიაში ვიქნებით – ჯაფარიძე
შემდეგი სტატიალიეტუვამ რუსული გაზის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა