მმართველი გუნდი ქართველი სამხედროს საქმეზე ინფორმაციას არ ფლობს

საპარლამენტო უმრავლესობა ქართველი ჯარისკაცის, გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. ამის შესახებ სახელისუფლებო გუნდის წევრებმა თავად განაცხადეს.

“არც ოკუპანტ, არც სხვა ქვეყანას არ შეიძლება გადასცე და ეს კანონით როგორც არის განსაზღვრული ისე უნდა მოვიქცეთ. კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით არა ვარ საქმის კურსში. ” განაცხადა გია ვოლსკიმ.

“აფხაზეთის ომში, სამაჩაბლოს ომში მონაწილეებზე, დაღუპულთა ოჯახებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ და უმრავლესობამ გავაკეთეთ უპრეცედენტო მასშტაბის დახმარებები. კონკრეტულად, ინდივიდებთან დაკავშრებით არ ვფლობ ინფორმაციას, შესაბამისი ორგანოები თუ ჩათვლიან საჭიროდ გააკეთებენ განცხადებას. ” განაცხადა გიგა ბუკიამ.

banner
წინა სტატიაშიე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულებმა შიმშილობა დაიწყეს
შემდეგი სტატია“კონსტიტუციაში არანაირი ჩანაწერი არავითარ პოლიტიკურ, სამხედრო ბლოკებზე არ უნდა იყოს”-ადა მარშანია