“კონსტიტუციაში არანაირი ჩანაწერი არავითარ პოლიტიკურ, სამხედრო ბლოკებზე არ უნდა იყოს”-ადა მარშანია

პატრიოტთა ალიანსი კონსტიტუციის პრეამბულაში ნატოსა და ევროკავშირში მისწრაფებების შესახებ ჩანაწერის გაკეთებას ეწინააღმდეგება. განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ გააკეთა.

მისი თქმით, ჩანაწერის გაკეთება სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებზე დაუშვებელია.

„არანაირი ჩანაწერი არავითარ პოლიტიკურ, სამხედრო თუ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებზე არ უნდა იყოს კონსტიტუციის პრეამბულაში. ეს არ ეხება მხოლოდ ნატოს. ეს ეხება ნებისმიერ ბლოკს. ასეთი ჩანაწერები ჩვენ გვბოჭავს, არ შეიძლება,“ – განაცხადა ადა მარშანიამ.

banner
წინა სტატიაშიმმართველი გუნდი ქართველი სამხედროს საქმეზე ინფორმაციას არ ფლობს
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილს ნიკა მელია 14:00 საათზე შეხვდება