„მმართველ გუნდს 9 წლის თავზეც კი მოსახლეობისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს, ამიტომ სიძულვილის ენას მიმართავს“ – ლაშა დამენია

„საქართველოს მოსახლეობა „ქართული ოცნებას“ ყველა მსგავს საქმიანობაზე მწარე პასუხს ამ არჩევნებზე გასცემს.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, ლაშა დამენია „ქართული ოცნების“ სიძულვილის კამპანიას

„ქართულ ოცნებას“ ფაქტობრივად არც არაფერი დარჩენია გარდა სიძულვილის ენის გამოყენებისა. 9 წლის თავზე, როდესაც მმართველ პარტიას არ აქვს არანაირი პოზიტიური გზავნილი თუ რითი გამოასწორა მოსახლეობის ცხოვრება, ეს არის მათი ერთადერთი გზა, თუმცა ეს ყველაფერი საქართველოს მოსახლეობას ყელში აქვს ამოსული და 30 ოქტომბერს მოსახლეობა გასცემს პასუხს „ქართულ ოცნებას“ ყველა იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ეწეოდნენ და მწარედ დამარცხდებიან ამ არჩევნებზე.“- განაცხადა დამენიამ

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებისთვის სიძულვილის კამპანია კვლავ ინტენსიურად აამოქმედა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძეს: რიტორიკა არასდროს შემიცვლია, ყოველთვის ვეუბნები ძალადობას არას
შემდეგი სტატიაკობახიძე: 18 წელია, ამ ქვეყანას უშლიან ხელს „ნაციონალები“ რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ დამთავრებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა ქართული დემოკრატიისთვის