მკვლელობა ბოლნისში – ტყეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც თვალები აქვს დათხრილი

სასტიკი მკვლელობა ბოლნისის რაიონის სოფელ ქვეშში. 70 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს, ყელზე თოკი მოაბეს და ცხედარი სახლიდან ტყეში წაიღეს. მას თვალები აქვს დათხრილი. ცხედარი ტყეში მწყემსმა, ნახევრად შიშველ მდგომარეობაში იპოვა. სასტიკი მკვლელობა ბოლნისის რაიონში სავარაუდოდ 2 დღის წინ მოხდა. მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა კი, ტყის მიმდებარედ იპოვეს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა უკვე დაათვალიერეს სახლი და ტყეში ის ადგილი, სადაც ცხედარი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

“კურიერი”

banner
წინა სტატიაშიდღეს გიორგობაა
შემდეგი სტატიასტიქია ბათუმში – გადაუღებელი წვიმის შედეგად ქალაქის ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა