“მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ქვეყანაში ორი საპრეზიდენტო სასახლე გვაქვს, რომელსაც სახელმწიფო ინახავს”

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 9, 2019 14:37

“მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ქვეყანაში ორი საპრეზიდენტო სასახლე გვაქვს, რომელსაც სახელმწიფო ინახავს”

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ორი საპრეზიდენტო სასახლე გვაქვს, რომელსაც სახელმწიფო ინახავს. ბაქრაძეს მიაჩნია, რომ აქედან ერთის ფუნქცია სრულიად გაურკვეველია.

„ეს არის თავმოუბმელობისა და მავნებლობის ტიპური მაგალითი „ქართული ოცნებიდან“. წლების განმავლობაში იყო საუბარი, თურმე პრეზიდენტის რეზიდენცია არის დიდი და მისი კომუნალური ხარჯები მაღალია. დღეს მივიღეთ სიტუაცია, როდესაც გვაქვს ორი სასახლე, სახელმწიფო ინახავს ორივეს და აქედან ერთ-ერთის ფუნქცია სრულიად გაურკვეველია. თურმე, ამხელა შენობა და რეზიდენცია მხოლოდ იმისთვის უნდა არსებობდეს, რომ წელიწადში ერთხელ მიღება მოეწყოს.

ეს არის მაგალითი, როგორ მართავს ქვეყანას „ქართული ოცნება“, სადაც გადაწყვეტილებები ერთი ადამიანის პირადი სურვილების მიხედვით მიიღება და შემდეგ ხდება თითქოსდა რაციონალური ფორმისა და ახსნა-განმარტების მოძებნა ამ გადაწყვეტილებების უკან. თუ არ იცოდნენ, რაში გამოეყენებინათ პრეზიდენტის სასახლე, თავი დაენებებინათ ფართის დათვლისთვის, კომუნალურების დაანგარიშებისთვის, რადგან დღეს იგივე თანხას, ოღონდ გაორმაგებულად იხდის სახელმწიფო.

პრეზიდენტი ყოფილიყო თავის რეზიდენციაში, რადგანაც ეს იყო სახელმწიფო სიმბოლო. ამ გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად სახელმწიფო სიმბოლოც დააზიანა და მეორე მხრივ, დატოვა სასახლე, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული რეზიდენციაა საქართველოში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 9, 2019 14:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,463
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics