ირაკლი კობახიძე – ავლაბრის სასახლე აშენებულია ხალხისთვის წართმეული ფულით და მისი მთავარი ფუნქცია იქნება ხალხის მომსახურება

„ცერემონიები იქნება ყოფილი საპრეზიდენტო სასახლის მხოლოდ ერთ-ერთი ფუნქცია, მთავარი ფუნქცია იქნება ხალხის მომსახურება,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ავლაბრის რეზიდენციის შესახებ საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს სასახლე აშენებულია ხალხისთვის წართმეული ფულით, შესაბამისად, როგორც მან აღნიშნა, მთავარი ამოცანაა, სასახლე ხალხს დაუბრუნდეს და მთავარი ფუნქცია რეზიდენციას სწორედ ამ სულისკვეთების გათვალისწინებით მიენიჭება.

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ შევასრულოთ ის დანაპირები, რომელიც გავეცით. როგორც მოგეხსენებათ, ეს სასახლე აშენებულია ხალხისთვის წართმეული ფულით და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს სასახლე დავუბრუნოთ ხალხს და შესაბამისად, ამ სულისკვეთების გათვალისწინებით იქნება მინიჭებული ახალი ფუნქცია, მთავარი ფუნქცია საპრეზიდენტო სასახლისთვის. რაც შეეხება ცერემონიებს, ეს იქნება სასახლის მხოლოდ ერთერთი ფუნქცია. მთავარი ფუნქცია იქნება ხალხისთვის მომსახურება“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე და საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ რა დატვირთვა მიენიჭება სასახლეს.

banner
წინა სტატიაშიე.წ. პრეზიდენტს ვუთხარი რამე პასუხი გამეცით-მეთქი, მაგრამ ჩემთვის არც შემოუხედავს – მთავრობას ჩემი რცხვენია, უჩუმრად მოდიან და გარბიან
შემდეგი სტატია“მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ქვეყანაში ორი საპრეზიდენტო სასახლე გვაქვს, რომელსაც სახელმწიფო ინახავს”