გორიდან ზემო სვანეთამდე – სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა 47 დღიანი აქცია დაიწყო

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მორიგ აქციას იწყებს. მაქარაშვილი 47 დღის განმავლობაში მთელ საქართველოს ფეხით შემოივლის, თარიღები კი სიმბოლურად შეარჩია – 9 აპრილიდან 26 მაისამდე.

სიმბოლურია მარშრუტის დაწყებისა და დასრულების ლოკაციებიც. მაქარაშვილი თავდაპირველად გორში ჩავა, აქცია-მსვლელობას კი სვანეთში დაასრულებს.

სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული მორიგი აქცია-მსვლელობა ერთგვარი დამოუკიდებლობის მარშია.

„ვივლი 47 დღე, 50-მდე ქალაქია, 400-ზე მეტი სოფელი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი შემოუერთდება ამ დამოუკიდებლობის მარშს და ყველა ერთად ვიტყვით, რომ რუსეთი ოკუპანტია. გორიდან აღმოსავლეთით წავალთ და კასპის გავლით მცხეთა-თბილის. მერე უკვე კახეთი სრულად, ქვემო ქართლი. იქიდან სამცხეთში გადავალ, მერე დავბრუდები ისევ ქართლში და იმერეთს დავიწყებ. მერე რაჭა, გურია, აჭარა, სამეგრელო და ბოლოს სვანეთი,” – აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

banner
წინა სტატიაში“მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ქვეყანაში ორი საპრეზიდენტო სასახლე გვაქვს, რომელსაც სახელმწიფო ინახავს”
შემდეგი სტატიავეტერან პოლიციელებს, რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილს მომიტინგეები დაიცვეს, მადლობის სიგელები და დამოუკიდებლობის მედალიონები გადაეცათ