,,მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა”-გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

გურიის გებერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჭანუყვაძე სოციალურ ქსელში თავად წერს. „მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა.
ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი წარმომეჩინა ჩემთვის განსაკუთრებული მხარე. მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას და ჩემს გუნდს,თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩემთვის. ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის სამსახურში“, – წერს მერაბ ჭანუყვაძე.
მერაბ ჭანუყვაძე გურიის გუბერნატორის პოსტზე 2017 წლის 23 აგვისტოს დაინიშნა. იქამდე ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: თმის ღერი არ ჩამოუვარდეს ჩემს შვილს !
შემდეგი სტატიაგლდანის რაიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს