გლდანის რაიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, გლდანის რაიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ცხედარი გუშინ ქუჩაში იპოვეს. გარდაცვლილი უკვე იდენტიფიცირებულია.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. როგორც ადგილზე აცხადებენ, სავარაუდოდ, მისი დაღუპვის მიზეზი, ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში,,მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა”-გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ თანამდებობრივი სარგოს სახით 2017 წელს გაცემულმა ორმაგი და მეტი ოდენობით დანამატმა 6 109 030 ლარი შეადგინა