ელისო კილაძე: თმის ღერი არ ჩამოუვარდეს ჩემს შვილს !

კეთილმა ადამიანებმა გამაფრთხილეს -დღეიდან თვის ბოლომდე სუსი,პოლიციაში ჩანერგილი საკუთარი აგენტურის მეშვეობით ისევ გეგმავს ჩემი შვილისთვის პროვოკაციის მოწყობას და ქუთაისში დათოს დაჭერას !
ანტრიკოტ გოგაშვილის გათვლა მარტივია-პროვოკაციას განახორციელებენ პოლიციაში ჩანერგილი სუსის აგენტები და შედეგად,ფიქრობს რომ დაიწყება ჩემი დაპირისპირება გიორგი გახარიასთან ! თავად კულისებში გადაინაცვლებს და გონია რომ თავს დავანებებ !
კატეგორიულად გაფრთხილებ ,სოსო -თმის ღერი არ ჩამოუვარდეს ჩემს შვილს !
მე შენი არ მეშინია !
ქართული სპეცსამსახურის ისტორიაში შენ ხარ ხორცმეტი და აუცილებლად მატროსოვზე დაასრულებ,ყველა იმ დანაშაულისთვის,რაც ამ ქვეყნის წინაშე ჩაიდინე !
თავზე ხომ გადაგახიეს ის ცნობა,რაც ჩვენს ტერორისტობაზე გერმანიაში გააგზავნე !
ეს გამოწვევაც მიღებულია-დროის ათვლა დაიწყო !
p.s.დასქრინე ახლა ეს სტატუსი ,შეინახე და სხვა სტატუსების მსგავსად დაათვლევინე ლაიქები და კომენტარები!-წერს “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი დღეს 6 რეგიონში ახალ გუბერნატორებს წარადგენს
შემდეგი სტატია,,მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა”-გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა