მიტროპოლიტ შიოს პატრიარქის მოსაყდრის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არ განიხილება

მიტროპოლიტ შიოს პატრიარქის მოსაყდრის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არ განიხილება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.
მისივე თქმით, მოსაყდრის დასახელება პატრიარქის პრეროგატივაა და მისი ამ თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არანაირად არ დადგება.

„უფრო მეტიც, შესაძლოა, მოსაყდრის უფლებები ამ სხდომაზე პატრიარქის მიერ კიდევ უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა პატრიარქის მდივანმა.

საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ–ერთი საკითხი პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტ შიოს დანიშვნის კანონიერება იქნება.

banner
წინა სტატიაშიყალბი პასპორტებით კვიპროსზე საქართველოს მოქალაქე 4 ქალი დააკავეს
შემდეგი სტატიაჟენევაში ქართულმა მხარემ რუსეთს არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების დაუყოვნებლივ გადმოცემისკენ მოუწოდა