შარლ მიშელი: დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება, რათა გააგრძელოს მედიაცია

„კრისტიან დანიელსონთან ერთად საქართველოში უკვე მიღწეული პროგრესი შევაჯამეთ. საჭირო კომპრომისების დროა საქართველოს მოსახლეობის ინტერესებისთვის. წარმომადგენელი უკან დაბრუნდება, რათა გააგრძელოს მედიაცია“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

18 მარტს, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის საერთაშორისო პარტნიორების მედიატორიბით გამართული მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე.

19 მარტს კრისტიან დანიელსონი ანგარიშის ჩასაბარებლად ბრიუსელში გაემგზავრა.

banner
წინა სტატიაშიმარინა ენდელაძე: ბევრი არ მოვიდა აცრაზე დღეს, მედიკოსები ასე არ უნდა დავიბნეთ
შემდეგი სტატიადოლიძე პრეზიდენტს მიმართავს: მიანიჭეთ დათა ვანიშვილს ორდენი სამოქალაქო თავდადებისთვის