დოლიძე პრეზიდენტს მიმართავს: მიანიჭეთ დათა ვანიშვილს ორდენი სამოქალაქო თავდადებისთვის

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე მოუწოდებს საქართველს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიანიჭოს დათა ვანიშვილს ორდენი სამოქალაქო თავდადებისთვის.

„მინდა მივმართო პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს – მას დღეს შეუძლიადანიშნულებისამებრ, სასარგებლოდ გამოიყენოს ის ერთ-ერთი მცირეუფლებათაგანი, რომელიც მას დარჩა. ეს უფლება ეხება ორდენებისა დაჯილდოების მინიჭებას. დღეს დაასაფლავეს ჩვენი ანტისაოკუპაციო ძალის სიმბოლო, ადამიანი, რომელმაც მშვიდობიანად, კეთილგონიერებით,სტუმართმოყვარეობით შეინარჩუნა მეხსიერება საოკუპაციო ხაზთან, შეინარჩუნა ქართველობა და ქართული ღირსება. ვგულისხმობ დათა პაპას, ანუ დათავანიშვილს. ეს არის მოხუცი, რომელმაც საერთაშორისო დონეზე გაგვითქვა სახელი იმ მავთულხლართებთან, რომელიც ყველას გვტკივა და ეს ტკივილიდათა პაპამ ყველას გააცნო. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას.მართლაც, ყველასთვის სამწუხარო ფაქტია, რადგან ის იყო ამ ანტისაოკუპაციო მეხსიერების სიმბოლო.დღეს რა შეგვიძლია გავაკეთოთ, გარდა იმისა, რომ მას პატივი მივაგოთ.მივმართავ სალომე ზურაბიშვილს: ქალბატონო სალომე, თქვენ შეგიძლიათ დათაპაპას გარდაცვალების შემდგომ მიანიჭოთ ორდენი სამოქალაქო თავდადებისთვის. ეს ორდენი აქვს ჩვენ ს ახელმწიფოს და გაიცემა სწორედ ასეთშემთხვევებში, როდესაც ჩვეულებრივმა მოქალაქემ გამოავლინა ისეთითავდადება, რითაც გააძლიერა ჩვენი სახელმწიფო, თვითშეგნება,თვითმყოფადობა და კულტურა. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან სწორიგადაწყვეტილება, მართალია, სიმბოლური, მაგრამ რაღაცით ხაზი გაესმება ასეთიადამიანების ღვაწლსჩვენი ერის წინაშე. ვფიქრობ, კარგი დრო იქნება, რომთუნდაც მისი გარდაცვალების შემდეგ დავუფასოთ ღვაწლი. ორდენისამოქალაქო თავდადებისთვის ნამდვილად ეკუთვნის დათა პაპას და მის ოჯახს. მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა სამშობლოზე, მოგიწოდებთ ქალბატონო სალომე, რომ მიიღოთ ესგადაწყვეტილება“, – აცხადებს დოლიძე.

ხურვალეთში 2011 წელს დათა ვანიშვილის სახლის წინ, კუთვნილ მიწაზე საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართები გააბეს. ივანიშვილის სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, მიწის ნაკვეთი კი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. დათა ვანიშვილს რამდენჯერმე შესთავაზეს ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა, მაგრამ ის უარს ამბობდა მასზე.

დათა ვანიშვილი ცხოვრების ბოლომდე უარს ამბობდა დაეთმო საკუთარი სახლი და ანდერძში ცოლსაც სწორედ ეს დაუბარა.
დათა ვანიშვილი 19 მარტს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დღეს, 22 მარტს დაკრძალეს.

banner
წინა სტატიაშიშარლ მიშელი: დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება, რათა გააგრძელოს მედიაცია
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი დანიელსონის დაბრუნებაზე: ეს ძლიერი ნიშანია, რომ ევროკავშირი არსად მიდის