მარინა ენდელაძე: ბევრი არ მოვიდა აცრაზე დღეს, მედიკოსები ასე არ უნდა დავიბნეთ

“აუცილებელია ვაქცინაცია, მითუმეტეს, მედიკოსების”. – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა.

მისი თქმით ვაქცინაცია ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა.

“მე როგორც ვიცი, ბევრი არ მოვიდა აცრაზე დღეს. ძალიან მინდა, მოვუწოდო, რაღაცნაირად მრცხვენია კიდეც, რადგან ეს არის მედიკოსებში და მედიკოსები ასე არ უნდა დავიბნეთ. ყველას ხელი მიუწვდება, ყველას შეუძლია, გაარკვიოს მედიკამენტის მოქმედების მექანიზმი, გაარკვიოს, როგორ მუშაობს, რა ხდება, როგორ კეთდება და ამის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, მიიღებენ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ვისთანაც არ შეიძლება ვაქცინაცია და წინააღმდეგ ჩვენებაა, თუმცა, ეს ძალიან ცოტაა, ამ შემთხვევაში თავს შეიკავებენ.
ახლა მითუმეტეს, ძალიან დიდი სიფრთხილე იქნება, ხომ იცით, რაღაცა რომ შეგაშინებს, მერე ცოტა ზედმეტად კი ვფრთხილობთ უკვე ვაქიცნაციასთან დაკავშირებით,. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს (მეგი ბაქრაძის გარდაცვალება] იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა ასეთი ცუდი გამოსავლის”, – თქვა ენდელაძემ.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ ეტაპზე, აცრა მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვისაა შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშიკრისტიან დანიელსონი, სავარაუდოდ, საქართველოში დაბრუნდება
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი: დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება, რათა გააგრძელოს მედიაცია