მიშელი – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების დამტკიცება მკაფიო გზავნილს უგზავნის კრემლს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების დამტკიცება მკაფიო გზავნილს უგზავნის კრემლს, – ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების დამტკიცებას.

„მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კენჭისყრას, რომელმაც დაამტკიცა გადამწყვეტი 60 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტი უკრაინისთვის. ეს მკაფიო გზავნილს უგზავნის კრემლს: ისინი, ვისაც თავისუფლების და გაერო-ს წესდების სჯერათ, გააგრძელებენ უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას“, – წერს მიშელი სოციალურ ქსელ X-ში.

banner
წინა სტატიაში„არა რუსულ კანონს“ – საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება
შემდეგი სტატიაკუბილიუსი ღარიბაშვილს – კონკრეტულად ვინ არ არის მზად EU-ში გაწევრიანებისთვის – ქართველი ხალხი თუ “ქართული ოცნება”? პასუხი ნათელია