კუბილიუსი ღარიბაშვილს – კონკრეტულად ვინ არ არის მზად EU-ში გაწევრიანებისთვის – ქართველი ხალხი თუ “ქართული ოცნება”? პასუხი ნათელია

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის ამტკიცებდა, რომ დღეს საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, რადგან მზად არ არის. ღარიბაშვილის მტკიცებითვე, არც ევროკავშირია მზად გაფართოებისთვის.

“ოცნების” თავმჯდომარემ რუსულ კანონზე საუბრისას გუშინ პარტნიორებს ერთგვარი ულტიმატუმიც წაუყენა – ღარიბაშვილმა თქვა, რომ თუ დასავლელი პარტნიორები გვეტყვიან, რომ ხვალვე გავხდებით EU-ს წევრი ქვეყანა, “ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღება.”

ღარიბაშვილის პროპაგანდაზე კუბილიუსის პასუხი ასეთია:

“დეკემბერში ღარიბაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იზეიმა და მას გამარჯვება უწოდა. 4 თვის შემდეგ ამბობს, რომ საქართველო არ არის მზად. კონკრეტულად ვინ არ არის მზად: ქართველი ხალხი თუ “ქართული ოცნება”? პასუხი ნათელია. საქართველო იღებს რუსული სტილის კანონებს მაშინ, როდესაც პროევროპული ხალხი ქუჩებში პროტესტს აწყობს,” – წერს კუბილიუსი X-ზე.

banner
წინა სტატიაშიმიშელი – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების დამტკიცება მკაფიო გზავნილს უგზავნის კრემლს
შემდეგი სტატიააშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს 23 აპრილს უყრის კენჭს