მიშელ და ბარაკ ობამები კინოინდუსტრიაში წავიდნენ და ფილმებს გადაიღებენ

ბარაკ და მიშელ ობამებმა კომპანია Netflix-თან, რომელიც ფილმებს და გადაცემებს აკეთებს და ინტერნეტში აჩვენებს, მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. აშშ-ს 44-ე პრეზიდენტი და მისი მეუღლე Netflix-თვის ფილმებს და სერიალებს გადაიღებენ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის დოკუმენტურსა და სამეცნიერო-პოპულარულს ფილმებს, ასევე, სერიალებს და ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციებს – “ბიბისი” წერს.
სპეციალურად ამისათვის ობამებმა დააარსეს საკუთარი კომპანია სახელწოდებით Higher Ground Productions, რომელსაც Netflix-მა გაუფორმა კონტრაქტი. ობამები იმუშავებენ როგორც კადრს მიღმა, ასევე, კადრში, როგორც ცალცალკე, ასევე ერთად.

banner
წინა სტატიაშიიაპონელი მთამსვლელი ევერესტზე ასვლისას დაიღუპა
შემდეგი სტატიაპრაღაში დღეს აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება