იაპონელი მთამსვლელი ევერესტზე ასვლისას დაიღუპა

იაპონელი მთამსვლელი ნობუკაზუ კურიკი ევერესტზე ასვლის მერვე ცდაზე დაიღუპა – ევერესტი მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთაა. კურიკი უკანასკნელი 9 წლის მანძილზე ცდილობდა მთის დაპყრობას. კურიკის მხოლოდ ევერესტზე ასვლა ჰქონდა დარჩენილი, რომ პროგრამა “შვიდი მწვერვალი” დაესრულებინა, რაც მსოფლიოში შვიდი ყველაზე მნიშვნელოვანი მწვერვალის დაპყრობას ნიშნავს – “ბიბისი” წერს.

35 წლის მთამსვლელის ცხედარი ორშაბათს დილით 7400 მეტრის სიმაღლეზე იპოვეს. კვირას მან დაწერა: “ვგრძნობ ტკივილს და ამ მთის სირთულეს”.
გასულ კვირას ევერესტზე დაიღუპა, ასევე მაკედონიის მოქალაქე.
ევერესტის სიმაღლე 8848 მეტრია.

banner
წინა სტატიაშიმსახიობი ჰიუ გრანტი ქორწინდება
შემდეგი სტატიამიშელ და ბარაკ ობამები კინოინდუსტრიაში წავიდნენ და ფილმებს გადაიღებენ