მინდია გოგოჭურისთვის სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს

მინდია გოგოჭურისთვის სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ნიკოლოზ ბიბილაშვილმა განაცხადა, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 20:30 საათზე გაიმართება. მინდია გოგოჭურს ბრალი დღეს ოფიციალურად წარუდგინეს.

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მინდია გოგოჭური და გიორგი რაზმაძე 5 დეკემბერს დააკავა. „სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია საქმესთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაავტოავარიის შედეგად ჩხოროწყუს პოლიციის საუბნო განყოფილების უფროსი გარდაიცვალა