ავტოავარიის შედეგად ჩხოროწყუს პოლიციის საუბნო განყოფილების უფროსი გარდაიცვალა

ჩხოროწყუს პოლიციის საუბნო განყოფილების უფროსი ალექსანდრე ჩიქოვანი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.  “თაიმერის” ინფორმაციით მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა. ადგილზე პოლიცია და კრიმინალისტები მუშაობენ.

საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიმინდია გოგოჭურისთვის სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს
შემდეგი სტატია,,რუსეთთან მიმართებაში სალომე ზურაბიშვილმა თავისი პოზიცია მკაცრად დააფიქსირა”