ქუთაისში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

Processed with VSCO with preset

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში “ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომობილი ბორდიურზე ავარდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულია სამი ადამიანი.

თვითმხილველების თქმით, საჭესთან ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. სამივე დაშავებული სასწრაფომ დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდავით მათიკაშვილი – პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს თუ რაიმე კანონგარეშე ქმედება იქნება, სახელმწიფო ადეკვატურად უპასუხებს
შემდეგი სტატიამინდია გოგოჭურისთვის სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს