მინდა ვუთხრა “ოცნების” პანაშვიდზე მიყვანილ ხალხს, ნუ შეგეშინდებათ, სამსახურს არცერთი თქვენგანი არ დაკარგავს – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი “ქართული ოცნების” აქციაზე მისულ მოქალაქეებს, მათ შორის საჯარო მოხელეებს მიმართავს და მოუწოდებს, 30 ოქტომბერს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების ნუ შეეშინდებათ.

მიხეილ სააკაშვილი მათ პირობას აძლევს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სამსახურს არცერთი მათგანი არ დაკარგავს.

“მე მინდა ვუთხრა გუშინ „ქართული ოცნების“ პანაშვიდზე მიყვანილ ხალხს, მე კარგად ვნახე, თუ როგორი წნეხის ქვეშ იმყოფებით.

ნუ შეგეშინდებათ ხმის ისე მიცემა, როგორც მართლა ფიქრობთ და გჯერათ.

არსებობს ბევრი მეთოდი იმისა, რომ ვერ გაგვაკონტროლონ და მთავარი – საქართველოში ხელისუფლების ცვლილება ძალიან მოკლე ხანში გარდაუვალია, სამსახურს არცერთი თქვენგანი არ დაკარგავს.

მე გაძლევთ ამის პირობას!”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური სამსახური – მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები პერმანენტულად არღვევდნენ დადგენილ რეგულაციებს რის გამოც მინის ბარიერი განახლდა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინ, მთელმა მსოფლიომ ნახა გუშინ ჩვენი ხალხის ძალა